ინტეგრაცია
ოთხი ოპერაცია
გადახდის ინტეგრაცია იმაზე მცირეა, ვიდრე ჩანს. ეს ოთხი ოპერაცია ყველაფერს ფარავს, დანარჩენი მათი დეტალებია.
ოპერაციები
| POST /payments | შექმენი გადახდა და მიიღე ბმული გადახდის გვერდზე |
| GET /payments/{id} | წაიკითხე გადახდა: სტატუსი, თანხა, მეთოდი, დროის ნიშნულები |
| POST /payments/{id}/refund | დაბრუნება, სრული ან ნაწილობრივი |
| POST შენი callbackUrl | ჩვენ გატყობინებთ სტატუსის ცვლილებას, ხელმოწერით |
სავარჯიშო და საბრძოლო შლუზის საბაზისო მისამართი გაიცემა გასაღებებთან ერთად. ქვემოთ მოცემულ მაგალითებში ის აღნიშნულია როგორც $MP_API_BASE.
გადახდის შექმნა
| amount | სტრიქონი, ორი ათწილადი. კლიენტს ჩამოეჭრება ზუსტად ეს თანხა. |
|---|---|
| currency | GEL, USD ან EUR, შეთანხმებით |
| orderId | შენი შეკვეთის ნომერი. უნიკალური შენს მხარეს, ჩვენ მას ყოველ პასუხში ვაბრუნებთ. |
| description | ის, რასაც კლიენტი ხედავს გვერდზე |
| callbackUrl | სად გამოგიგზავნოთ სტატუსი. HTTPS, ინტერნეტიდან ხელმისაწვდომი. |
| returnUrl | სად მოხვდება კლიენტი გვერდის შემდეგ |
სტატუსები
| created | გვერდი შექმნილია, ჯერ არავის გადაუხდია |
|---|---|
| pending | გადახდა ბანკშია, პასუხი ჯერ არ მოსულა |
| paid | თანხა ჩამოიჭრა. მხოლოდ ახლა გასცე საქონელი. |
| failed | უარი. მიზეზი მოყვება სტატუსს. |
| expired | გვერდს ვადა გაუვიდა, თანხა არ ჩამოჭრილა |
| refunded | დაბრუნებულია სრულად ან ნაწილობრივ |
ორი წესი, რომელიც ყველაზე მეტ დროს ზოგავს
- კლიენტის დაბრუნება შენს returnUrl-ზე გადახდის დადასტურება არ არის. ის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბრაუზერი დაბრუნდა. დადასტურება არის სტატუსი, რომელიც ჩვენგან წაიკითხე.
- არასდროს ენდო თანხას, რომელიც ბრაუზერიდან მოვიდა. შექმენი გადახდა შენს სერვერზე, შენივე შეკვეთიდან.
სრული სპეციფიკაცია
ველების ზუსტი სახელები, ყველა შეცდომის კოდი, callback-ის ხელმოწერის სქემა და სატესტო ბარათები გაიცემა სავარჯიშო წვდომასთან ერთად, რომ წაკითხული ყოველთვის ემთხვეოდეს იმას, რასაც შლუზი რეალურად პასუხობს.